გარდაბანში ალილოს მსვლელობა გაიმართა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.

შობის მახარობლებმა ქუჩაში მსვლელობითა და გალობით მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს, შეგროვილ სურსათ-სანოვაგეს კი, დღის ბოლოს სხვადასხვა დღის ცენტრების ბენეფიციარებს დაურიგებენ.

საზეიმო მსვლელობას გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.