დმანისში ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება [ვიდეო]

დმანისის მუნიციპალიტეტში პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში 2 მილიონამდე ლარის ღირებულების 4 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ადგილზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

პროექტის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცეები და შადრევნები ეწყობა; ხორციელდება კულტურის სახლის ფასადისა და „თავისუფლების ხეივანის“ მშენებლობა – რეაბილიტაცია; იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები; აღდგება დაზიანებული ბორდიურები; წესრიგდება მოსასვენებელი სივრცეები.

ქვემო ქართლის მხარეში, განახლებული რეგიონების ფარგლებში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება.