“ენერგო პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 28 იანვარს 10:00-დან 19:00 საათამდე შუალედში თითო საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნორიო, მარტყოფი, ვაზიანი, საცხენისი, ტელეთი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში;

10:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ქუშჩი, ბეითარაბჩი, ახლომახმუდლო და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში თამარისი, ცურტავი, ქოლაგირი, ალავარი, ნახიდური, დიოკნისი და მიმდებარე სოფლებში;

15:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, ახა, მამულო და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.