თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 8 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა ჯამში 24 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს.

„უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.