იმუნიზაციის წამახალისებელი 200-ლარიანი დანამატის პროგრამა იანვარშიც გრძელდება

იმუნიზაციის წამახალისებელი 200-ლარიანი დანამატის პროგრამა იანვარშიც გრძელდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წამახალისებელ პროგრამაში ახლა უკვე 50 წელს ზევით ადამიანებიც მოხვდებიან. 

ინფორმაციისთვის, აქამდე 200-ლარიანი ფულადი წახალისების მიღება, აცრის გაკეთების შემთხვევაში 60 წელს ზევით მოქალაქეებს შეეძლოთ.

პროგრამა ამ ეტაპზე, მხოლოდ იანვარში გაგრძელდება.

საქართველოში უკვე 2 მილიონზე მეტი აცრაა ჩატარებული.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 938 583 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 902 948, გარდაიცვალა 13 942 პაციენტი.