კონსტიტუციის ქუჩაზე ცენტრალური მილი დაზიანდა – როდის აღდგება წყლის მიწოდება

რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩაზე ცენტრალური მილი დაზიანდა. ტერიტორიაზე “რუსთავის წყლის” შესაბამისი სამასხური მუშაობს.

დაზიანების გამო შეზღუდვა შეეხო აბონენტებს.

“რუსთავი
კონსტიტუციის N 13 წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 17:20-საათიდან 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: 1 მაისის ქ. თავისი გასასვლელებით, არაყიშვილის ქ. გასას, ასლანიკაშვილის, ბაზრის ტერიტორია, ბათუმის ქ, ბალანჩივაძის ქ. გასას, ბარათაშვილის ქ. გასას, ბოსტანქალაქის ქ. გაგარინის ქ, გოგებაშვილის, გომელაურის, გარეჯის ქ. გასას, დონეცკ მეტალურგების, დუმბაძეს გასას, კომუნალების, კონსტიტუციას გასას, კოსტავას, მაიაკოვსკს გასას, მარის არხის დასახლებას, მშვიდობის, მშენებელთა, ნ.ნიკოლაძის, გ.ნიკოლაძის, ოსტროვსკის ჩიხებით, რუსთაველის ქ. გასას, სააკაძის, სამედიცინოს, სარაჯიშვილის, სპორტის ქ. ჩიხებით, სუნგაით მეტალურგების, ფანცულაიას, ფიროსმანის, ქაშაკაშვილის ჩიხებით, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ, ბაზრის მიმდებარედ, წერეთლის, წმინდა ნინოს, ჭავჭავაძის და ჯავახიშვილის ქუჩებს.”- ნათქვამია “რუსთავის წყლის” ინფორმაციაში.