საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 5 173 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი. ქვემო ქართლში ვირუსი 351 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 386 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 15,55 %, ბოლო 14 დღის – 11,39 %, ბოლო შვიდი დღის – 12,76%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 030 710 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 951 428 გამოჯანმრთელდა, 14 631 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 643 528 აცრა, დღიურად აცრილია 7 059.