კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში 870 შემთხვევა აღირიცხა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 69 190 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 203, „პისიარ“ ტესტით – 30 987.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 24,95%, ბოლო 14 დღის – 20,01%, ბოლო 7 დღის – 23,24%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 162 773 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 001 275 გამოჯანმრთელდა, 14 945 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 710 914 აცრა, დღიურად აცრილია 5 156.