კორონავირუსის 5 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 5 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 2 946 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 47 პაციენტი.  ქვემო ქართლში დღე-ღამეში 173 ახალი შემთხვევა აღირიცხა, აიცრა 720 ადამიანი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 58 109 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,63%, ბოლო 14 დღის – 8,51%, ბოლო შვიდი დღის – 9,79%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 973 909 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 919 367 გამოჯანმრთელდა, 14 311 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 577 637 აცრა, დღიურად აცრილია 10 688.