საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 5 397 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი. დღიური კოვიდსტატისტიკა რეკორდულად მაღალია ქვემო ქართლშიც- რეგიონში ბოლო 24 საათში ვირუსის 780 შემთხვევა აღირიცხა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 64 412 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 26,5%, ბოლო 14 დღის – 17,88%, ბოლო შვიდი დღის – 22,1%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 127 234 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 986 928 გამოჯანმრთელდა, 14 870 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 695 237 აცრა, დღიურად აცრილია 7 997.
კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 894 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 143 პირი.