სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამმუშავებელი საწარმო შეამოწმა, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობის გარეშე.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები.
„გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, გაატარეს კანონით დადგენილი ღონისძიებები – ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.