მთავრობის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს.

მინისტრები მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან.