კორონავირუსის პანდემიის გამო, მეორე წელია საქართველოში ფეხით მსვლელობის გარეშე ტარდება საშობაო „ალილო“.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციის თანახმად, სამღვდელოება მოსახლეობას დალოცავს მანქანებიდან ნაკურთხი წყლის სხურებით და კმევითა და გალობით მიულოცავს შობას.
საპატრიარქოს ინფორმაციით, თბილისში ავტომანქანებით მსვლელობა 7 იანვარს 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათზე დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, სამადლობელი პარაკლისით.
რაც შეეხება რუსთავს, როგორც TV4-მა გაარკვია, პანდემიის გამო, წელს ქალაქში ტრადიციული ალილოს მსვლელობა არ ჩატარდება.