როგორია კორონავირუსის სტატისტიკა დღეს

საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 550 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი. ქვემო ქართლში კოვიდვირუსი დაუდასტურდა 282 ადამიანს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 082 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 22,65%, ბოლო 14 დღის – 13,08%, ბოლო შვიდი დღის – 16,61%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 059 392 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 967 585 გამოჯანმრთელდა, 14 732 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 658 343 აცრა, დღიურად აცრილია 1 550.

გუშინ, 23 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 408 პაციენტი, 28 კი გარდაიცვალა.