როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება. ხოლო 9 იანვარს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლ, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.

10 იანვრიდან ისევ გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.