რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში 8 თვის კოვიდინფიცირებული მკურნალობს

რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ერთი კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მედიკოსების თქმით, 8 თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკას ხვალ დატოვებს.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რუსთავში, ბავშვების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირებულია.