რუსთავის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

ზამთრის არდადეგები დასრულდა რუსთავის საბავშვო ბაღებში. სააღმზრდელო პროცესი ქალაქის ბაღებში დღეს განახლდა.

როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა TV4-ს განუცხადა, ბაღებში სწავლა კვლავ თავისუფალი დასწრებით გაგრძელდება. ამ დროისთვის გაერთიანების ფილიალებში 1 600-მდე აღსაზრდელი მივიდა.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ჯამში 22 ფილიალი ერთიანდება. არდადეგები სკოლებსა და ბაღებში ორი კვირაზე მეტ ხანს გრძელდებოდა.