ისრაელის ელჩის ვიზიტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში
ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა ქცემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და შესაბამისი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ
.,,შალომ კლუბი ქვემო ქართლი“ რეგიონში ისრაელის მხარის ხელშეწყობით სოციალურ აქტივობებს ბოლო რამდენიმე წელია ინტენსიურად ახორციელებს – მათ შორის, განათლების სისტემის მხარდაჭერის მიზნით, 2021 წლის ივნისში მარნეულის სკოლებსა და რესურსცენტრს გადაეცათ პლანშეტები.
დეკემბრის თვეში კი მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში დამონტაჟდა ისრაელის მაღალტექნოლოგიური სასმელი წყლის გასაფილტრი ინოვაციური დანადგარი.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის სახელმწიფოსა და საელჩოს მხარდაჭერით ,,შალომ კლუბ ქვემო ქართლი“ მომავალში კვლავ გეგმავს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.