რა გახდა რუსთავში ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი

Update: რუსთავში ელექტროენერგიის მიწოდება ისევ შეიზღუდა. დღის განმავლობაში ეს ქალაქში ელექტროენერგიის შეზღუდვის მეორე შემთხვევაა.

დაახლოებით ერთი საათის წინ,  ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რუსთავში არცერთ აბონენტს. გათიშული იყო ქალაქში არსებული შუქნიშნებიც.

TV4  “ენერგო- პრო ჯორჯიას” დაუკავშირდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ შეზღუდვა მათ არ უკავშირდებოდა, სისტემური იყო და სახელმწიფო ელექტროსისტემაში გადაგვამისამართეს.

სახელმიწიფო ელექტროსისტემაში განმარტეს, რომ ელექტორენერგიის იმპორტისას ავარიული დაზიანება მოხდა, რის გამოც მიწოდება დროებით შეიზღუდა. შეზღუდვის განმეორების გამო,  Tv4 კვლავ დაუკავშირდა სახელმწიფო ენერგოსისტემის პრესსამსახურს. მათი ინფორმაციით, მოხდა კიდევ ერთხელ, ხუთ წუთიანი გათიშვა და ელექტროენერგია ეტაპობრივად აღდგა.