რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შეახებ კანონის აღსრულების ნაწილში რუსთავის ქარხნების მონიტორინგი დაიწყო. მონიტორინგის კამპანიის პირველი შეხვედრა, კომპანია ,,რუსელოისის ფეროშენადნობთა საწარმოში“ გაიმართა.
შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი,გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ბიზნესასოციაციიის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე და კომპანია ,,რუსელოისის“ წარმომადგენლები ესწრებიან.
შეხვედრაზე, ,,რუსელოისის“ მეტალურგიული წარმოების იმ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მსჯელობენ, რაც აუცილებელი პირობაა რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
საწარმოების მონიტორინგის კამპანიის დაწყება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულების ნაწილში, ქარხნების მხრიდან წარმოქმნილმა შეფერხებებმა განაპირობა.