რუსთავის მერიის ორგანიზებით, კოვიდ ვაქცინაციის კამპანიის ,,ავიცრათ ერთმანეთისთვის’’ და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამის შესახებ ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რუსთავის მერის მოადგილეები- ოთარ ტატალაშვილი და ბესიკ ტოგონიძე, ,,რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლალი დეკანოსიძე, ქალაქის საკრებულოს წევრები შეხვდნენ და კორონავირუსის ვაქცინაციის წამახალისებელ პროგრამაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, რუსთავში 1 იანვრიდან კოვიდ -19 2951 მოქალაქეს დაუდასტურდა. 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, რუსთავში 34 659 ადამიანი უკვე აცრილია, რაც ამ ასაკის მოსახლეობის 36, 6%-ს შეადგენს. 50 წელზე მეტი ასაკის 39 713 რუსთაველიდან, კი იმუნიზაცია ორივე დოზით 16 179 მოქალაქეს აქვს ჩატარებული.