რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია იქნება [ვიდეო]

  რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია იქნება. წარმომადგენლობითმა ორგანომ თავმჯდომარედ შეროზია 18 ხმით აირჩია, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია  “ქართულ ოცნებას”. პარტიამ დღეს თავმჯდომარის არჩევნებში არც კანდიდატი წარადგინა.  

დღეს ჩვენ ვანხეთ, რისი მოლოდინიც გქვონდა მანამდე, რადგან ჩხოროწყუში და წალენჯიხაში რაც მოხდა,  გაგრძელდა იგივე რუსთავშიც. ინფორმაცია, რომ “ნაციონალრო მოძრაობა” და გახარიას პარტიის წარმომადგენლები გარიგდებოდნენ, რა თქმა უნდა, გვქონდა,  ამის მოლოდინი არსებობდა და  ფაქტის წინაშეც დავდექით. საქმე ისაა, რომ მათ ისიც აჩვენეს, რომ ისინი არა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან  და დამოუკიდებლები ერთმანეთისგან, არამედ ერთი და იგივე პლატფორმაზე არიან ფაქტობრივად, გახარიას პრემისერ-მინისტრობიდან გადაგომის პირველივე წუთიდან გამოჩნდა, რომ  ყველა მათი ნაბიჯი ასხავდა  “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე წყალს და აი ამის დასტურია,  დღევანდელი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებიც. 

 ყველანაირად ვეცდებით, რომ არცერთი პროექტი, არცერთ პროგრამა, რომელიც რუსთავში ხორციელდება, რისი დაპირებაც ჩვენ  ამომრჩეველს მივეცით არ შეფერხდეს და არ გაჩერდეს. თნამშრომლობა შესაძლებელია გაგრძელდეს და განხორციელდეს საკითხებზე მხოლოდ, რომელიც შეეხება ქალაქს, რუსთავისთვის მნიშნელოვან საკითხებს, დანარჩენი  პოლიტიკურ პლატფორმაზე რომ ვერ იქნება თანამშრომლობა, ეს ცადია, ვინაიდან ჩვენ არანაირად არ ვემხრობით  მათ პოზიციას ბევრ საკითხებში.”– განაცხადა რუსთავის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” მარი ლიპარტელიანმა.

ნოდარ შეროზია საკრებულოში პარტიიდან “საქართველოსთვის” შესული დეპუტატია.

საკრებულოს სხდომა დეპუტატების გადაწყვეტილებით,  თავმჯდომარის არჩევის საკითხით დაიწყო.  “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვეტილება შეცვალა და თავმჯდომარეობის კანდიდატი არ წარადგინა. კანდიდატი არ წარუდგენია არც “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც წინა სხდომაზე არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.

დღეს საკრებულომ თავმჯდომარის მოადგილეებიც უნდა აირჩიოს.  დღის წესრიგით გათვალისწინებულია ასევე,  ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღების საკითხი.

ნოდარ შეროზია დასახელდა კვლავ პარტიიდან “საქართველოსთვის” რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. საკრებულომ შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც კენჭისყრის პროცედურა ჩატარდება.