რუსთავის საკრებულოს სხდომა ჩაინიშნა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ახალი მოწვევის საკრებულოს შემდეგი სხდომა 2022 წლის 31 იანვარს, 12:00 საათზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება. .
“ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს
№2 სხდომის
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი :
1. საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება
შესვენება
2. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა
შესვენება
3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების არჩევა (თავმჯდომარის წარდგინებით)”- ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში