რუსთავი 74 წლის გახდა – ქალაქის ფოტოები არქივიდან [ფოტო]

რუსთავი 74 წლის გახდა. ქალაქის სტატუსი დაბა რუსთავს 1948 წლის 19 იანვარს მიენიჭა, მას შემდეგ 74 წელი გავიდა.

“გამოეყოს საქართველოს სსრ გარდაბნის რაიონს დაბა რუსთავი და გარდაიქმნას რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად”,– ნათქვამია ბრძანებულებაში.

თარიღთან დაკავშირებით, გთავაზობთ TV4-ის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ 2018 წელს მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს “სადგური რუსთავი”. თათია ნანობაშვილის  დოკუმენტურ ფილმში საინტერესო და ცნობილი რესპოდენტები ყვებიან ქალაქის განვითარების 70 წლიან ისტორიად.  ფილმში შეხვდებით ფაქტებს, რომელიც შესაძლოა აქამდე არ იცოდით.