რუსთავში დევნილებისთვის სახლები აშენდება – “მიწები უკვე შევარჩიეთ”

ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და სხვადასხვა ქალაქში უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები. ახლა მუნიციპალიტეტებთან, ქონების მართვის სააგენტოსთან ამ მიწების გადმოსაცემად პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებთან მიწებზე მშენებლობების დაწყების საკითხზე.

„გუშინ ჩვენ გავაკეთეთ უფრო დეტალურად განცხადება, თუ როგორ ვაპირებთ დევნილი მოსახლეობის ბინებით დაკმაყოფილებას. მნიშვნელოვანია იმ დევნილების დაკმაყოფილება, რომლებიც განსაკუთრებით კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან. ამ მიმართულებით მიმდინარე, ძალიან აქტიური სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს. ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და სხვადასხვა ქალაქებში უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და ახლა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებთან, ქონების მართვის სააგენტოსთან ამ მიწების გადმოსაცემად პროცესი.”– აღნიშა ზურაბ აზარაშვილმა.