რუსთავში ველომოყვარულთა კლუბმა ტრადიციული ველომსვლელობა “Сritical Mass” გამართეს

რუსთავში ველომოყვარულთა კლუბმა ტრადიციული ველომსვლელობა “critical Mass” გამართა.

მსვლელობა ქალაქის შემოსასვლელიდან ცენტრალური ქუჩების გავლით დაიწყო და მერიის მიმდებარე მოედანზე დასრულდა. მსვლელობის ორგანიზატორი ა.ა.ი.პ. “რუსთავველოა“.

მსვლელობის განმავლობაში მონაწილეების უსაფრთხოებაზე საპატრულო პოლიცია ზრუნავდა. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ველომსვლელობა ქალაქში  8 წელია ტრადიციულად იმართება.