საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ეგიდით დღეს და ხვალ რუსთავში, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა იმართება.
ჩემპიონატი 23 წლამდელებს შორის, ათ წონით კატეგორიაში მიმდინარეობს. შეხვედრაზე საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდებიან.
შეჯიბრი მიზნად ისახავს ქვეყანაში თავისუფალი სტილით ჭიდაობის პოპულარიზაციას და ქვეყნის ნაკრები გუნდის შევსება-დაკომპლექტებას.