საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 600 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„6 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 600 შემთხვევა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.