საწარმო “რუსელოისში” ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

საწარმო  “რუსელოისში” ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

44 წლის კაცი, ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუარში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 
ფაქტს გამოეხმაურა  მეტალურგთა, მეშახტე ქიმიკოსთა დარგის პროფკავშირის წარმომადგენელი გიორგი ტყემალაძე. მისი თქმით,  მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა დამსაქმებელს უნდა დაეკისროს. მისივე თქმით, ქარხანაში არ არის უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ დაცული.  

კომპანიის დირექტორი, გიორგი ბარნაბიშვილის თქმით ქარხანაში ყველა საჭირო ნორმა დაცულია. 

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 170-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.