უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები ქვემო ქართლში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს.

თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა ჯამში 38 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს და შემდგომში მათი ტრანსპორტირება ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე განახორციელეს.

ავტომანქანები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნება.