ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავს.

“ქრისტეშობას გილოცავთ მეგობრებო!

დაე ჩვენი გულები ყოფილიყოს განწმენდილი და განსპეტაკებული, რათა ქრისტე იშვას ჩვენ გულებში, რათა ჩვენ გულში შობილმა და დავანებულმა მაცხოვარმა წარმართოს ჩვენი ცხოვრების გზა სიყვარულითა და ერთობით. სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვისა და ყველა ქრისტიანისათვის შობის დღესასწაული!” – გიორგი დოხტურიშვილი.