ამ ქალაქში ამომრჩეველმა ხმა მისცა ოპოზიციურ პარტიას, შესაბამისად ამ ქალაქში საკრებულო არის ოპოზიციური და თავმჯდომარეც ოპოზიციური პარტიიდან იქნა არჩეული, – ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზიამ საკრებულოში ჟურნალისტებთან კომენტირებისას განაცხადა.
შეროზიას თქმით, წინასწარი მოლაპარაკებები არცერთ პარტიასთან ჰქონიათ და ისინი როგორც “ქართულ ოცნებასთან” , ასევე “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობისთვის მზად არიან.
“ჩვენ წინასწარი მოლაპარაკებები არცერთ პარტიასთან არ გვქონია. ეს მდგომარეობა ორი თვე გრძელდება და რუსთავის საკრებულო არის კრიზისში შესული, ვერ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ჩვენი მოქალაქეები ვერ იღებენ იმ სერვისს დროულად რაც მათ სჭირდებათ. ამიტომ დღეს გადაწყვეტილება იქ მიღებული. სამწუხაროდ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო პარტია “ქართულმა ოცნებამ”. ჩვენ გვინდოდა, რომ ყველა საკითხი ერთობლივად მიგვეღო და პასუხისმგებლობები ყოფილიყო გადანაწილებული საკრებულოს ყველა პარტიის წარმომადგენელზე. ჩვენ დღესაც მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ორივე პარტიასთან და შევთავაზოთ მათ თანამდებობები. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავაბალანსოთ საკრებულო და ის იყოს ქმედუნარიანი, რომ ჩვენს მოქალაქეებს პრობლემები არ შეექმნათ. რაც შეეხება ოპოზიციურ თავმჯდომარეს, მე გეტყვით, რომ ამ ქალაქში ამომრჩეველმა ხმა მისცა ოპოზიციურ პარტიას, შესაბამისად ამ ქალაქში საკრებულო არის ოპოზიციური და თავმჯდომარეც ოპოზიციური პარტიიდან იქნა არჩეული”.- განაცხადა ნოდარ შეროზიამ









