ჭყონდიდელის დასახლებაში საცხოვრებელი სახლი იწვის [ვიდეო]

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი რჩეულიშვილის N6-ში გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ წუთებში ცდილობენ.

ცეცხლი ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა და მეორე სართულზეც გავრცელდა. ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოსახლეობა ევაკუირებულია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოღობილი.

ადგილზე მივიდა რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე. ქალაქის პირველი პირი დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება.