კომპანია ‘ენერგო-პრო ჯორგია” განცხადებას ავრცელებს:
“ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 იანვარს 10:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია თითო საათით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, დიდი ლილო, სააკაძე, ახალსოფელი, თელეთი, ნასაგური, სართიჭალა, კალინინო, ვახტანგისი, მუხროვანი, მზიანეთი, ვაზიანი და გარდაბანში.
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტს გარდაბანში.
14:00-დან 16:00 საათამდე – გარდაბანში აღმაშენებლის, სადგურის, ჭავჭავაძის, გამარჯვების, კონსტიტუციის, კოსმონავტების, სანაპიროს, რუსთავის, სტალინის, ასათიანის, მ.გორკის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ბოტანიკა, თბილწყარო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.