გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 იანვარს 11:00-დან 13:40 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მარის არხის, მშენებელთა,1 მაისის, ნიკოლაძის, იოსებიძის, დუმბაძის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 12:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა, ღვინის ქარხანა, ალგეთი-ღვინის ქარხანა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში;
13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, კალინინო, თაზაქენდი, ლელაშხა, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დმანისში 9 აპრილის, ცურტაველის, რუსთაველის, ნანა დედოფლის, აღორძინების, მუსხელიშვილის, გოგებაშვილის, ვახტანგ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.