გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 იანვარს
12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლენში პობედა, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დარბაზი, წიფორი, გეტა, ჭრეში, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, თელეთი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, ახალი სამგორი და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, ჯავახიშვილის, მშენებელთა, 1 მაისის, ბალანჩივაძის და მიმდებარე ქუჩებზე;
15:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში საბირკენდი, იალღუჯის დასახლება, ალგეთი, აზიზკენდი, ოფრეთი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.