26 იანვარს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ცემენტის ქარხნის მიმდებარედ;
11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მარის არხის, მშენებელთა, ფიროსმანის, წერეთლის და მიმდებარე ქუცებზე, აგრეთვე სოფლებში კალინინო, ტყე-ჭალა, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში;
15:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ აჯლო, ტაზა მახალა, ჯანდარა, შახტოსტროი, სოვხოზნაია და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.