31 იანვარს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 31 იანვარს 10:30-დან 17:05 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, აზიზბეკოვი, ვახტანგისი, კაპანახჩი, ლელაშხა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში საბირკენდი, ალგეთი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში საღრაშენი, ჩხიკვთა, ბოგვი, ჯორჯიაშვილი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.