4 იანვარს რუსთავში საახალწლო კონცერტი გაიმართება

საახალწლო გალა კონცერტები გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2022 წლის 4 იანვარს, რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში, საახალწლო კონცერტი გაიმართება. 

მოეწყობა საშობაო ბაზრობა, გაიმართება საბავშვო ღონისძიებები, იქნება სანტა კლაუსი.  დღის ბოლოს კონცერტს  რუსთაველებისთვის ჯგუფი New One და ბენდი  ჩაატარებს. საღამო ფოიერვერკით დასრულდება. 

14:00 – 19:00 – საშობაო ბაზრობა

14:00 – 18:00- საბავშვო ღონისძიებები

მასკოტები და ელფები
სახის მოხატვა

ფოტოზონა – ფოტოები გმირებთან, ელფებთან
სანტას აქტივობა ტკბილეულის გადაცემა/ფოტო სანტასთან

ილუზიონისტის შოუ

დრამერების კოსტიუმირებული მსვლელობა

ლიტერატურული თეატრის კონცერტი

14:15 – ღონისძიების გახსნა – წამყვანის მისალმება

14:15 – 15:00 – ლიტერატურული თეატრის კონცერტი

15:00 – 15:15 – ილუზიონისტის შოუ

15:15 – 15:30 – დრამერების, ოჩო ფეხების კოსტიუმირებული მსვლელობა

15:30 – 17:30 – დრამერებთან ერთად სანტა კლაუსის შემოსვლა – სანტას აქტივობა ფოტოგადაღება/ტკბილეულის დარიგება

18:00 – 19:00 – კონცერტი New One და ბენდი

19:00 – ფოიერვერკი