მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6 % აცრილია

სასკოლო სივრცეში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირების პროცესი, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„ამ დროისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%. ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლები სრულად უზრუნველყოფილია როგორც შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე პირბადეებითთერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით.

მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.