გლდანში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, „თბილისი ენერჯიინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.

დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. გლდანის 2 /ში, ერთერთ საცხოვრებელ ბინაში, 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურისთანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულმდგომარეობაში დახვდათ. უსაფრთხოების ნორმების გათვალიწინებით გაზქურის და მისიღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია.

ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO- დაგროვება ხდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად სავარაუდოა, რომაღნიშნული ფაქტი ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. ამ ეტაპზემიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვექნება პასუხიმომხდარი ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე.

გთხოვთ, არ გარისკოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთაკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად. დაიცავით უსაფრთხოების წესები“, – ნათქვამიათბილისი ენერჯისმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გლდანში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები – დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახი ბინაში რამდენიმე დღის გადასული იყო და ქირით ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, ბინაში ცხედრები ნათესავმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მათთან სტუმრად მივიდა. გარდაცვლილი ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა და გარდაცვლილები ბინაში დღეს ნახეს.