დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისა და რუსთავის ერთმანეთთან მიწისზედა მეტროთი დაკავშირების პროექტის განხორციელება ამ ეტაპზე ვერ მოხდება.
კახა კალაძის თქმით, პროექტის განხორციელება ამ ეტაპზე იმიტომ ვერ დაიწყება, რომ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
“პროექტის დაწყება ჯერ ვერ მოხდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაქირავებული გვყავდა ევროპული კომპანია, რომელიც აკეთებდა კვლევებს, თუ რამდენად საინტერესო იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება. იყო ორი მიმართულება. ეს იყო სამგორი-ლილოს მიმართულება და მეორე ეტაპი იყო რუსთავთან დამაკავშირებელი მეტროს გზა. ამ ეტაპზე პროექტის განხორციელება ვერ მოხდება, იმიტომ, რომ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დაველოდოთ, იმიტომ რომ არის სხვა კიდევ უფრო პრიორიტეტული და მომგებიანი პროექტები ქალაქისთვის, რომელიც ხორციელდება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით”, – განაცხადა კახა კალაძემ.