კორონავირუსით ინფიცირების 2 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა| 1 იანვრის ეპიდვითარება

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 60 პაციენტი.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 936 844-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 896 868 ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილთა ჯამურ მაჩვენებელს, ის 13 860-ია.

ბოლო 24 საათში ტესტის სახით 34 234 კვლევა ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 590, PCR ტესტით – 16 644.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური 6,14%, ბოლო 14 დღის – 5,55%, ბოლო 7 დღის – 5,58%.

სულ აცრილია – 2 514 871 ადამიანი, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 1 388-ს შეადგენს.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 4 495 პირი, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 832-ია.