რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილეები ოპოზიციური პარტიებიდან ეყოლება[ვიდეო]

რუსთავის საკრებულომ თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია. წარმომადგენლობითმა ორგანომ თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, კენჭი უყარა მოადგილეების არჩევის საკითხსაც.

 ქალაქის საკრებულოში თავმჯდომარის, ნოდარ შეროზიას პირველი მოადგილე საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ალექსანდრე ბერიძე იქნება, მეორე მოადგილედ პარტიიდან “გახარია -საქართველოსთვის” ზაზა ჯაიანი აირჩიეს.

დღეს საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულია ასევე,  ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღების საკითხიც.

რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია 18 ხმით აირჩია. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია  “ქართულ ოცნებას”. პარტიამ დღეს თავმჯდომარის არჩევნებში არც კანდიდატი წარადგინა.