ხანძარია რუსთავში – ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეხლეს, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდირების სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შენობას, სავარაუდოდ, დროებითი საცხოვრებლის დანიშნულება ჰქონდა.