17 იანვრიდან სკოლებთან ერთად, სწავლა საბავშვო ბაღებშიც განახლდება

ხვალიდან სკოლებთან ერთად, სწავლა საბავშვო ბაღებშიც განახლდება.

როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა TV4-ს განუცხადა, სააღმზრდელო პროცესი კვლავ თავისუფალი დასწრებით გაგრძელდება.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ჯამში 22 ფილიალი ერთიანდება. ზამთრის არდადეგები რუსთავის საბავშვო ბაღებში 25 დეკემბრიდან დაიწყო და ხვალ დასრულდება.