არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეებს განაცხადის ელექტრონულად წარდგენა შეეძლებათ,- ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

ამასთანავე, საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადდა. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია 7-დან 10 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ ახალი პლატფორმის გამოყენებით, ოლქის ელექტრონულ მისამართებზე ან მატერიალური სახით საოლქო საარჩევნო კომისიებში.

„პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადდა. კონკურსი რუსთავის, გარდაბნის და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებმა 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე გამოაცხადეს. შუალედური არჩევნებისთვის სულ 131 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდება, მათ შორის, 117 რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 14 ბათუმში. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია 7-დან 10 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ახალი პლატფორმის გამოყენებით, ოლქის ელექტრონულ მისამართებზე ან მატერიალური სახით საოლქო საარჩევნო კომისიებში. ამასთან, საოლქო კომისიებში და ცესკოს ვებ-გვერდზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის ხელმისაწვდომია განაცხადების სარეკომენდაციო ფორმა.“- განაცხადა ნათია იოსელიანმა.