საქართველოში კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 7 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში 541 შემთხვევა აღირიცხა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 504 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 25,26%, ბოლო 14 დღის – 29,89%, ბოლო შვიდი დღის – 27,73%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 575 999 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 429 763 გამოჯანმრთელდა, 15 981 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 804 965 აცრა, დღიურად აცრილია 3 294.
კარანტინის რეჟიმშია 7, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 252 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 835 პირი.
ამასთან, 22 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 764 პაციენტი, გარდაიცვალა 45.









