კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ისაქართველოში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 21 623 ადამიანი გამოჯანმრთელდა,დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 40 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში 828 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 425 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,84%, ბოლო 14 დღის – 31,66%, ბოლო 7 დღის – 32,85%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 454 065 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 248 242გამოჯანმრთელდა, 15 556 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 774 755 აცრა, დღიურად აცრილია 2 089.

კარანტინის რეჟიმშია 21, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 123 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 581 პირი.