ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, დმანისის მერთან მუნიციპალიტეტში, მიწისძვრის შედეგად, დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მიყენებულ ზიანს ადგილზე გაეცნო.
გიორგი დოხტურიშვილი, გუშინ მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ქალაქ დმანისში, სოფელ შახმარლოსა და განთიადში, სადაც ბიძგებმა 20-მდე საცხოვრებელი სახლისა და საჯარო სკოლის შენობის დაზიანება გამოიწვია.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახს, სახელმწიფო ხარჯებს სრულად აუნაზღაურებს.
აღსანიშნავია, რომ განთიადის საჯარო სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა – იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა დასკვნას შენობის დემონტაჟის შესახებ დადებს, მოსწავლეები და მასწავლებლები მიმდებარე სოფლების სკოლებში გადანაწილდებიან, მათ ტრანსპორტირებას კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.









